Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის დროებით დაკეტვის მიზეზი დაასახელა


ახალგორი
ახალგორი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა ორი დღით კეტავს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს.

დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს, 3 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყების, „ცოდნის დღის“ გამო, 4 სექტემბერს, 20 საათიდან დროებით შეწყდება „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილების მუშაობა.“ შეზღუდვა მოიხსნება 6 სექტემბერს, დილის 6 საათიდან.

2 სექტემბერს, რადიო თავისუფლება ახალგორელებზე დაყრდნობით წერდა, რომ ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოზე გამოკრული განცხადების თანახმად, ე.წ. საზღვარი 3 სექტემბრიდან იკეტება. ოკუპირებული დაბის მცხოვრებთათვის უცნობი იყო, რა მიზეზით და რამდენი ხნით.

2 სექტემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს არ დაუდასტურეს, რომ 3 სექტემბერს ე.წ. საზღვარი იკეტება.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან "საზღვარზე" ერთადერთი, ე.წ. გამშვები პუნქტი ახალგორში აქვს გახსნილი. ეს პუნქტი როგორც წესი, რომელიმე თარიღის, ან დღესასწაულის გამო იკეტება.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 3 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დაბა ახალგორთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG