Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი - 28 აგვისტოს შეწყალების კანდიდატები იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების კანდიდატები პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა,- აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ჟურნალისტებთან კომენტარში მან განაცხადა, რომ ისურვებდა სახელმწიფოს წარმომადგენლის სიცოცხლის ხელყოფისათვის დაკავებულის შეწყალება არ მოხდეს:

„ვფიქრობ, რომ როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის ან ისეთი ადამიანის მკვლელობა რომელიც არის სახელმწიფოს სახე, სახელმწიფოს წარმომადგენელი, მათი სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულების შეწყალება არ მოხდეს. მე ამას ვისურვებდი“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოჭიდავე რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა კიდევ 33 პატიმართან ერთად.

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს.

XS
SM
MD
LG