Accessibility links

პუტინი: რუსეთსა და უკრაინაში დაპატიმრებული და დაკავებული პირების გაცვლა ახლოსაა „ფინალიზაციასთან“


იმ პირების გაცვლა, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას ჰყავთ დაპატიმრებული და დაკავებული, ახლოსაა „ფინალიზაციასთან“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.

პუტინმა თქვა, რომ გაცვლა „მასშტაბური“ იქნება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს შეიძლება „კარგი ნაბიჯი“ იყოს უკრაინასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე, იტყობინება ტასი.

პუტინს არ დაუსახელებია სავარაუდო გაცვლის თარიღი. ეს თარიღი არ დაუსახელებია არც მის პრესსპიკერს, დმიტრი პესკოვს, რომელმაც მანამდე ისაუბრა ამ თემაზე. როგორც ინტერფაქსი იტყობინება დიპლომატიური წრეების ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით, სავარაუდო თარიღი იქნება 7 სექტემბერი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს დროში იმედოვნებს პირველ შედეგებს გაცვლასთან დაკავშირებით.

30 აგვისტოს გავრცელდა წინააღმდეგობრივი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიწყო პატიმრებისა და დაკავებულ პირთა გაცვლა. მაგრამ მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყოფილ იქნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG