Accessibility links

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან მატჩი ფრედ დაასრულა


საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან გამართული ამხანაგური თამაში ფრედ დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს დღეს სტამბოლში დაუპირისპირდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო, ჯანო ანანიძის გოლით. შესვენების შემდეგ სამხრეთკორეელებმა ორჯერ გაიტანეს და 90-ე წუთამდე იგებდნენ, სანამ გიორგი ქვილითაიამ არ დააფიქსირა საბოლოო შედეგი - 2:2.

საქართველოს ნაკრები სტამბოლიდან თბილისში დაბრუნდება და 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ დანიის ნაკრებს უმასპინძლებს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG