Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პოსტებზე" პასუხად ბრალდების მუხლებს მიმატებენ“ - გვარამიამ გენერალური პროკურატურის შენობა დატოვა


„დამატებულია ბრიფინგზე ართქმული მუხლები. „პოსტებზე" პასუხად ბრალდების მუხლებს მიმატებენ. საოცრება ხდება დღევანდელ პროკურატურაში“, - თქვა „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

როგორც გვარამია ამბობს, საქმეზე დამატებულია სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება).

„ვეღარ დავადგინე, ფული თუ იყო და გათეთრდა, ე.ი. იყო ფული. ცოტა უნდა გაერკვეს პროკურატურა“, - თქვა გვარამიამ.

ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ „ფულის გათეთრების" მუხლის დამატების მიზანი ისაა, რომ მას ინვესტორებთან კომუნიკაცია გაუჭირდეს.

„არანაირი პრობლემა არ არის, სხვა დირექტორი იქნება“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის შესახებ, გვარამიას თქმით, ხვალ იმსჯელებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სხვა ეპიზოდზე უკვე შეფარდებული აქვს 40 ათასი ლარის გადახდა გირაოს სახით. ასევე, აეკრძალა საგამოძიებო უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

გვარამიას თქმით, გირაოს გადახდის ვადა ორ დღეში იწურება, თუმცა ის გადახდას არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG