Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სარაგბო ნაკრები შოტლანდიასთან სტუმრადაც დამარცხდა


ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიოს 2019 წლის თასისთვის მოსამზადებელი ციკლის ბოლო ტესტ-მატჩი გამართეს და ხვალ იაპონიაში გაემგზავრებიან. „ბორჯღალოსნები“ 31 აგვისტოს, შოტლანდიის ნაკრებთან თბილისში ანგარიშით10:44 დამარცხდნენ. 6 აგვისტოს კი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდნენ და 9:36 წააგეს.

მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა ქულები მხოლოდ პირველ ტაიმში აიღო - თედო აბჟანდაძის სამი ზუსტი საჯარიმო დარტყმით და შესვენებაზე მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენით გავიდა - 9:10.

8 აგვისტოს საქართველოს ნაკრებს ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე შეუერთდება და „ბორჯღალოსნები" იაპონიაში გაემგზავრებიან. 23 მაისს კი მსოფლიოს თასზე პირველ მატჩს ჩაატარებენ, უელსის ნაკრებთან. ქართველი მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიას, ფიჯისა და ურუგვაისაც დაუპირისპირდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG