Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: სპეკულაციაა, როდესაც ლაპარაკია წინასწარ გაფრთხილებასა და რეზინის ტყვიების სახეობებზე


„გადაუდებელი მოგერიების პირობებში არც კანონი გვავალდებულებდა და არც საშუალება იყო გაფრთხილებისა. შესაბამისად, სპეკულაციაა ყველაფერი, როდესაც გაფრთხილების თემა ხდება აქტუალური. ისევე როგორც, რეზინის ტყვიების გამოყენებისა და მათი სახეობებით სპეკულირება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეკითხვას 20-21 ივნისის ღამეს ძალის გამოყენების საჭიროების შესახებ.

გიორგი გახარიას განმარტებით, არცერთი ნაკლებად ლეტალური რეზინის ტყვია შსს-ს აღჭურვილობაში არ არსებობს:

„შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ამ ღონისძიებაზე, უნდა გვესმოდეს ერთი რამ, მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას, რა მიზანი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, მაგრამ ფაქტია შემდეგი: ეს იყო ორგანიზებული ჯგუფების მიერ ძალადობრივი მცდელობა შტურმის საშუალებით პარლამენტის შენობაში შეჭრის. ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც გადაიზარდა ძალადობრივ აქციაში“.

პარლამენტის პლენარულ დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილება მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

XS
SM
MD
LG