Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დანიასთან მატჩში ქულა მოიპოვა


შესარჩევი ციკლის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს გამართავს
შესარჩევი ციკლის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს გამართავს

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურში, დანიასთან შეხვედრა ფრედ დაასრულა.

თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართულ მატჩში გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო. ამ შედეგით დანიელებმა ჯგუფში გალიდერების შანსი გაუშვეს ხელიდან. ქართველებმა კი ბოლოსწინა - მეოთხე ადგილი გაიმყარეს და ოთხი ქულით გაუსწრეს უქულო აუტსაიდერ გიბრალტარს.

შესარჩევი ციკლის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს გამართავს, თბილისში, ირლანდიასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG