Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილისის საერთაშორისო კონფერეცია" დღეს გაიხსნება


თბილისში დღეს გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია - Now What? "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა" და "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებული რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის დიპლომატები, საერთაშორისო ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წევრები.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენციის“ სტუმართა შორის არიან ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი და სხვები.

კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსექტივები, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა და ბრძოლა დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, კონფლიქტი უკრაინაში, ბრექსიტი და სხვა.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია“ 2015 წელს დაარსდა ორგანიზაციების - „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ.

XS
SM
MD
LG