Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი ჯონსონი: რუსეთმა აგრესია საქართველოდან დაიწყო


სენატორი რონ ჯონსონი
სენატორი რონ ჯონსონი

„ჩვენ უფრო ხშირად უნდა ვისაუბროთ და უფრო მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც ხდება" - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, რონ ჯონსონმა რუსეთის მხრიდან მცოცავ ოკუპაციასა და ე.წ. ბორდერიზაციაზე „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

რონ ჯონსონი, რომელიც აშშ-ის სენატში ვისკონსინის შტატს წარმოადგენს, კონგრესის ორპარტიული დელეგაციის შემადგენლობაში სტუმრობდა უკრაინას, სერბეთსა და კოსოვოს.

„ამერიკის ხმის“ შეკითხვას, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა მცოცავი ოკუპაციისა და განახლებული ბორდერიზაციის შესაჩერებლად, სენატრმა ჯონსონმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე, პირველ ყოვლისა საჭიროა, რომ პრობლემას უფრო ხშირად ახსენებდნენ, მით უფრო მაშინ, როდესაც ამავე კონტექსტში რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიას პასუხად მეტი მოქმედება მოჰყვა.

„ფაქტი ისაა, რომ რუსეთმა აგრესია და [სხვა ქვეყანაში] შეჭრა, საქართველოს ორი ტერიტორიით დაიწყო და ისინი აგრძელებენ წინ ცოცვას. საქართველომ გრძელი გზა გაიარა მმართველობის კუთხით და მოსახლეობაც აბსოლუტურად თავდადებული და ერთგულია დასავლეთში ინტეგრაციის [იდეისა]. ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, ყურადღება მივაქციოთ და ყველაზე მეტი, რაც შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ, ისაა, რომ აღვნიშნოთ, მეტად ვახსენოთ, და ახლოს დავაკვირდეთ, ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა ხდება", - განაცხადა რონ ჯონსონმა

აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სენატორ ჯონსონს ვიზა არ მისცა. რესპუბლიკელი სენატორი კონგრესის ორპარტიული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მოსკოვში გამგზავრებას და მთავრობის, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავდა.

რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რონ ჯონსონმა საკუთარ საიტზე დაწერა: „გზა, რომელიც ვლადიმირ პუტინმა რუსეთისთვის აირჩია, ისტორიული მასშტაბების ტრაგედიაა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კანონის უზენაესობის პატივისცემის და დასავლურ დემოკრატიებთან რუსული ეკონომიკის ინტეგრაციის ნაცვლად, პუტინი შეიჭრა საქართველოში, მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია, ომი წამოიწყო უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა და მხარი დაუჭირა სირიის ბარბაროსულ რეჟიმს, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG