Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს კიდევ ერთმა მოჭიდავემ - ლაშა გობაძემ


ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე (მარცხნივ)
ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე (მარცხნივ)

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალია. ნუგზარ წურწუმიას (55 კგ) ტრიუმფიდან ორიოდ საათში, მსოფლიოს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა გობაძე (82 კგ) ავიდა. საჩემპიონო ბრძოლაში მან აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი დაამარცხა - 5:3.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ათი წონითი კატეგორიიდან საპრიზო სამეულები ოთხში შეივსო. ხვალ მედლების კიდევ სამი კომპლექტი გათამაშდება და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს გიორგი მელია (97 კგ), რომელმაც უკვე გაინაღდა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

ხვალვე, დილიდან დაიწყება წინასწარი ეტაპის შეხვედრები ბოლო სამ წონაში და საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ჩაებმებიან დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), გელა ბოლქვაძე (77 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ).

XS
SM
MD
LG