Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 46 კაცი, მათ შორის 6 სამხედროა


აფეთქების ადგილი აშშ-ის საელჩოს მახლობლად
აფეთქების ადგილი აშშ-ის საელჩოს მახლობლად

17 სექტემბერს ავღანეთში თვითმკვლელების მიერ განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 46 კაცი დაიღუპა. პირველი იერიში განხორციელდა საარჩევნო შეხვედრის ადგილის მახლობლად, რომელსაც პრეზიდენტი აშრაფ ღანი ესწრებოდა. იგი თავდასხმას გადაურჩა.

მეორე აფეთქება მოგვიანებით ქაბულის ცენტრში მოხდა, სადაც 22 კაცი დაიღუპა და 39 დაიჭრა.

ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

ექსტრემისტული დაჯგუფება იმუქრება, რომ გააფართოებს თავდასხმებს, რათა ხალხს მოუსპოს სურვილი მონაწილეობა მიიღოს 28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც აშრაფ ღანი მეორედ შეეცდება, ხუთი წლის ვადით კვლავ აირჩიონ პრეზიდენტის პოსტზე.

იუწყებიან, რომ აშფარ ღანის ახალი დაწყებული ჰქონდა სიტყვით გამოსვლა, ქაბულთან ახლომდებარე ფარვანის პროვინციის დედაქალაქ ჩარიკარში, როდესაც პირველი აფეთქება მოხდა.

მოგვიანებით თვითმკვლელმა თავდასხმა მოაწყო ქაბულის ცენტრში, ხალხმრავალ მასუდის პარკში, სადაც დაღუპულთა შორის არის ექვსი სამხედრო პირი, ასევე ქალები და ბავშვები. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ასევე სამხედრო ბაზისა და აშშ-ის საელჩოს მახლობლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG