Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა" წარადგინა


2019 წელს საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაუმეტეს 20 მოსამართლე უვადოდ უნდა აირჩიოს.

19 სექტემბერს “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა” საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფელიოები წარადგინა, რომლებიც მოიცავს მათ პროფესიულ ბიოგრაფიას, საჯარო აქტივობას, გახმაურებულ საქმეებს და გასაუბრებიდან ფრაგმენტებს. პორტფელიოებში ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება მოსამართლეობის კანდიდატების უძრავი ქონების, შემოსავლების და სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებების შესახებ.

პორტფელიოებიდან ირკვევა, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა ნაწილი მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების წარსადგენ კონკურსში, თუმცა შიდა კონკურსში მიღებული ქულები არ ეყოთ ევროსაბჭოსთვის წარსადგენ კანდიდატებს შორის.

ამავე დოკუმენტებში შეხვდებით მტკიცებულებებს, რომლითაც ესა თუ ის კანდიდატი ე.წ. "კლანის წევრებს" შორის მოიაზრება.

„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის” მიერ მომზადებული პორტფოლიოები:

თამარ ალანია

მერაბ გაბინაშვილი

შოთა გეწაძე

მირანდა ერემაძე

მამუკა ვასაძე

მაია ვაჩაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

შალვა თადუმაძე

ზაზა თავაძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

პაატა სილაგაძე

ნუგზარ სხირტლაძე

ლალი ფაფიაშვილი

ნინო ქადაგიძე

თამარ ზამბახიძე

ქეთევან ცინცაძე

გოჩა ჯეირანაშვილი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG