Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: მადლობა ყველა ადამიანს, ვინც გამოხატა სოლიდარობა


Georgia - Eka Beselia
Georgia - Eka Beselia

დეპუტატი ეკა ბესელია მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც მის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

"მინდა დავიწყო მადლობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გამოხატა სოლიდარობა. აქციის მონაწილეთა მიმართაც მინდა გამოვხატო მადლობა, ვინ ასე დილით ადრე შეიკრიბა სოლიდარობის გამოსახატად. მე მივიღე უამრავი ადამიანის სოლიდარობა და მხარდაჭერა. მინდა ვუთხრა მათ მადლობა და რომ არასდროს დაიხიონ უკან, როდესაც იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არის და იბრძვიან იდეალებისთვის. განსაკუთრებით ყველა ქალს მინდა ვუთხრა, რომ არასდროს შეეშინდეთ", - ამბობს ეკა ბესელია ჟურნალისტებთან. მან მადლობის პოსტი ფეისბუკზეც გამოაქვეყნა.

პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 26 სექტემბერს. ეკა ბესელიას მიმართ აქტივისტების ნაწილმა მხარდაჭერა გამოხატა ჯერ ფეისბუკზე, შემდეგ კი სოლიდარობის აქციით.

XS
SM
MD
LG