Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორის მოადგილე მუხთარლიზე: გამოძიება სრულყოფილია, თუმცა მტკიცებულებები საკმარისი არაა


გენერალური პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე ამტკიცებს, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება სრულყოფილია, თუმცა „გადაწყვეტილების მიღება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ არის საკმარისი“.

ვასაძე - რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქმეზე დაკითხულია 300-ზე მეტი პირი; ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება; გაგზავნილია სამართლებრივი ურთიერთდახმარების შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საიდანაც პასუხები არ მიუღიათ.

„გამოძიება არის სრულყოფილი: ჩატარებულია ყველა ის ქმედება, რაზეც მიუთითებდა განმცხადებელი. შესწავლილია ყველა მარშრუტი. ამოღებულია შესაბამისი ვიდეომასალები და დათვალიერებულია. სხვა საკითხი ამ საქმესთან დაკავშირებით არ დგინდება“, - ამბობს ვასაძე.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წელს გაუჩინარდა. მუხთარლის ვერსიით, ის უცნობმა პირებმა გაიტაცეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ბოლოს კი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონოდ კვეთაში სდებს ბრალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG