Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმას სურს, "დოიჩე ველეს" (DW) აკრედიტაცია ჩამოართვას


რუსეთის სახელმწიფო დუმის კომისიამ გადაწყვიტა, რომ ტელე-რადიოკორპორაცია "დოიჩე ველემ" (Deutsche Welle) დაარღვია რუსეთის კანონი, როცა მოსკოვში არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობისკენ მოწოდება გაავრცელა.

ამის თაობაზე განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ვასილი პისკარიოვმა. მისი თქმით, ზოგიერთ პუბლიკაციაში, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ, გამოჩნდა ექსტრემიზმის გამართლების ნიშნები. „დოიჩე ველეს“ აქვს ასევე „უცხოეთის აგენტის“ ნიშნები, დასძინა პისკარიოვმა. „ვილაპარაკეთ იმაზე, რომ გვაქვს ინფორმაცია და, სამწუხაროდ, ის დადასტურდა. „დოიჩე ველემ“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედებისას დაარღვია კანონები, და დაარღვია ბევრი კანონი“, - თქვა მან.

„დოიჩე ველე“ შეიძლება რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ მიიჩნიონ. კომისია ასევე მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, განიხილოს გამოცემისთვის რუსეთში აკრედიტაციის ჩამორთმევის საკითხი.

XS
SM
MD
LG