Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პრეზიდენტი კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა გაეროში გამოსვლისთვის


იგორ დოდნი გაეროს ტრიბუნაზე
იგორ დოდნი გაეროს ტრიბუნაზე

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ეთანხმება პრეზიდენტ იგორ დოდონის გამოსვლას გაეროში, რომლის დროსაც მას არ მოუთხოვია დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების უპირობო გაყვანა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს მოლდოვის პრეზიდენტმა თავშეკავებით აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანის დაწყება "მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებისკენ".

სამინისტრო აცხადებს, რომ მომავალში დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, მოლდოვის ტერიტორიიდან ჯარების სრული გაყვანისკენ.

„საგარეო პოლიტიკაში დაუბალანსებელ მიდგომაზე მიუთითებს ის, რომ გაეროს ტრიბუნიდან არ გაისმა ჩვენი ქვეყნის მოთხოვნა მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები სრული და უსიტყვო გაყვანის თაობაზე,“- ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ქვეყნის პრეზიდენტი გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ იგორ დოდონს „არ ეყო ვაჟკაცობა“, რომ გაეროს ტრიბუნიდან მოეთხოვა რუსეთის ჯარების გაყვანა დნესტრისპირეთიდან, როგორც ამას მისი წინამორბედები აკეთებდნენ. „მესმის, რომ პრეზიდენტს სურს იქონიოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ იგი პასუხისმგებელია თავისი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, მაია სანდუმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG