Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა ოფიცრებზე, რომ ჩვენება მიეცათ საქართველოს წინააღმდეგ


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა დღევანდელ და მოქმედ ოფიცრებზე, რათა მათ ჰააგის სასამართლოს გამომძიებელთა ჯგუფისათვის მიეცათ ჩვენება საქართველოს წინააღმდე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში, რაც, სააკაშვილის დასკვნით, მიზნად ისახავს მის მოშორებას, რაზეც ამასწინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სააკაშვილის მტკიცებით, ნიუ-იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

„საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას აბორტი გაუკეთა, საქმე გააგდო გარეთ და განაცხადა, რომ ჩვენ ვეღარ ვიძიებთ, გამოძიოს ჰააგამ და დააკავოს ჰააგამ. ამით საქართველომ და ივანიშვილის მთავრობამ უარი თქვეს ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ ბერკეტზე...ამის პარალელურად რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ წყვეტს ურთიერთობას ჰააგის სასამართლოსთან და არაფორმალურად შეუთვალა სასამართლოს, რომ დაბრუნდებოდა მათთან მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველებს გაამტყუნებთო. ანუ ჩვეულებრივ გამოიყენა იგივე შანტაჟი, რაც ევროპის საბჭოში.

შემდეგ, როცა ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში გამოსაძიებლად, სუს-ის და ფულის მეშვეობით, და გენშტაბის სპეციალისტების მიერ, ხდებოდა ჩვენი მოქმედი და ყოფილი სამხედროების დამუშავება, რომ მათ მიეცათ ისეთი ჩვენება, სადაც საქართველო იქნებოდა მხილებული სამხედრო დანაშაულში“, - განაცხადა საქართველო მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში.

ამასთან სააკაშვილმა დასძინა, რომ არ იცის მისცეს თუ არა ასეთი ჩვენება ოფიცრებმა, მაგრამ ვარაუდობს, რომ „ივანიშვილს ცრუ ჩვენების მიღება არ გაუჭირდებოდა“, რადგან ამოქმედებული იყო დიდი ფული.

XS
SM
MD
LG