Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი აცხადებს, რომ "უახლოეს თვეებში" დაბრუნდება საქართველოში


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში აპირებს სამშობლოში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში კარგად გრძნობს თავს და ოდესაში, სადაც იგი იმყოფება ყოველი მეორე ადამიანი მასთან მიდის და ეხვეწება, რომ კენჭი იყაროს მერის არჩევნებში. სააკაშვილმა მიანიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნების გეგმის რეალიზებაში მას ხალხის იმედი აქვს და არა - პოლიტიკოსების.

„გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები. მე არ ვარ პოლიტიკოსი. მე ვარ საქართველოს სახელმწიფოს მშენებელი. მე ვარ პატრიოტი, მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, მე ვარ უბრალო ქართველი, რომელსაც გული შესტკივა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურდა. აღარ არსებობს. ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდი, წაგვართვეს. ბოლო ლუკმა პურს გვართმევენ, 150 ათასი ბავშვი შიმშილობს, მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი წლის ბოლო უკვე გასული იქნება საქართველოდან“,- - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ მისი ასეთი დაპირებები დაპირებებად რჩება ხოლმე, სააკაშვილმა მიუგო, რომ ყოველთვის ასრულებს პირობას და აუცილებლად ჩამოვა არჩევნებამდე, რათა არ მისცეს ხელისუფლებას საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გააყალბოს არჩევნები.

"მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG