მოსკოვის სასამართლომ განაჩენი შეუცვალა მსახიობ პაველ უსტინოვს, რომელსაც ბრალდება როსგვარდიის თანამშრომელზე თავდასხმა 3 აგვისტოს, დემონსტრაციის დროს. უსტინოვს პირობით სასჯელად ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთა დაუდგინეს.
ადრე პროკურატურა ითხოვდა პირობით სასჯელს სამ-ნახევარი წლით. მსახიობი და მისი ადვოკატი ითხოვენ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რადგან თვლიან, რომ ადრე გამოტანილი განაჩენი როსგვარდიის წევრზე თავდასხმის გამო, უსამართლო იყო.
სასამართლოს სხდომა უნდა ჩატარებულიყო გასულ კვირაში, მაგრამ გადაიდო. სასამართლომ ითხოვა დამატებითი დრო, რათა შეესწავლა ვიდეოჩანაწერი. მასზე ჩანს, რომ უსტინოვი დაკავებამდე დგას უმოქმედოდ და საკუთარ ტელეფონს დაჰყურებს. ამასთან, სასამართლომ უნდა განიხილოს ექსპერტების დასკვნაც, რადგან მათგან ერთის აზრით, როსგვარდია უშეცდომოდ მოქმედებდა, მეორე კი ფიქრობს, რომ საქმეში მოტანილი დასკვნები ვარაუდებს ეყრდნობა.
23 წლის უსტინოვი ადრე თვითონ მუშაობდა ეროვნულ გვარდიაში და თავს დამნაშავედ არ ცნობს, აცხადებს რა, რომ აქციაში არ მონაწილეობდა. დემონსტრაციების მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმართ, არ დაეშვათ ქალაქის მერის არჩევნებზე ოპოზიციის და დამოუკიდებელი კანდიდატები.
მოსკოვის სასამართლო აგრძელებს გამოსვლების დროს სხვადასხვა მუხლით ბრალდებული პირების საქმების განხილვას.