Accessibility links

აბდულა აბდულა და აშრაფ ღანი საზოგადოებრიობას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თავიანთ გამარჯვებას ამცნობენ


ავღანეთის საარჩევნო კომისია ბიულეტენების დათვლისას ქაბულში, 28 სექტემბერი, 2019 წელი

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ და მასთან ერთად ამ ქვეყნის უზენაესმა აღმასრულებელმა მოხელემ, აბდულა აბდულამ, გამოაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვეს. ანალოგიური ვითარება იყო 2014 წლის არჩევნების შემდეგ.

„ყველაზე მაღალი რიცხვი კენჭისყრაში ჩვენ გვაქვს და არჩევნებში მეორე რაუნდი საჭირო არ არის“, - განუცხადა ღანიმ პრესკონფერენციაზე რეპორტიორებს ქაბულში, 30 სექტემბერს.

28 სექტემბრის კენჭისყრაში მონაწილეობდა 15 კანდიდატი, მაგრამ მთავარი დაპირისპირება იყო აბდულასა და ღანის შორის. პირველ წინასწარ შედეგებს მოელიან 19 ოქტომბერს. მანამდე საარჩევნო უწყებებს შესაძლებლობა აქვთ, საჩივრები განიხილონ და შედეგები მოშორებული და მთიანი რეგიონებიდან ქაბულში გააგზავნონ.

70 წლის ღანი და 59 წლის აბდულა არაპოპულარულ და დაშლილ ეროვნულ მთავრობას განაგებდნენ 2014 წლიდან, როცა გაყალბებებით აღსავსე არჩევნების შემდეგ, აშშ-ის შუამავლობით, ხელისუფლების განაწილების შესახებ შეთანხმდნენ.

აბდულამ ახლა განაცხადა, რომ 2014 წლისგან განსხვავებით, კომპრომისზე არ წავა. ახლა მხოლოდ კანონიერ ხმებს ვაღიარებთ, თქვა მან და მოიხმო თავისივე ადრე გაკეთებული განცხადება, რომ კანონიერად მხოლოდ ის ხმები ჩაითვლება, რომლებიც ბიომეტრული სისტემის საშუალებით იქნა მიცემული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG