Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალტუბოში იპოვეს მრავალსართულიანი შენობიდან გადმოვარდნილი 18 წლის მამაკაცის ცხედარი - შსს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წყალტუბოში, მრავალსართულიანი შენობის სახურავიდან გადმოვარდნილი 18 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მიმდინარეობს.

თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 23 სექტემბერს გადმოვარდნილი 16 წლის ბიჭის საქმეზე 6 პირი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG