Accessibility links

ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პირველია, რომლის მმართველობის დროსაც საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს.

„პირველი პრეცედენტი დაიშვა, სწორედ, ჩვენი ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგა ტერიტორიები. გადახედეთ წინა მმართველების მემკვიდრეობას: ყველა მმართველის პირობებში საქართველომ დაკარგა ტერიტორიები. ჩვენმა წინამორბედებმა სახელმწიფოს ვერ აარიდეს ისეთი დიდი ტრაგედია და განსაცდელი, როგორიც არის ჩვენი ძვირფასი, წინაპრების მიერ მოტანილი ტერიტორიების დაცვა. შესაბამისად, ის ადამიანები, მმართველები, რომლებმაც ასეთი დიდი უბედურება ვერ აგვაცილეს, მე ვიტყოდი, რომ მათ არავითარი მორალური, სამართლებრივი უფლებაც კი აღარ უნდა დავუტოვოთ - ნორმალურ სახელმწიფოში მათ არ უნდა მიეცეთ პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობა. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია“, - თქვა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დღეს 7 წელი გავიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნების“ გამარჯვებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG