Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაზრობა "თერგში" ხანძარი ლოკალიზებულია


ხანძარი ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ხანძრის გავრცელების საფრთხე მთლიანადაა მოხსნილი და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დამწვარია 200 კვადრატული მეტრის მოცულობის ფართი. ხანძარი ცაბაძის ქუჩის N 8 - ში ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე შერეულ საწყობში გაჩნდა, მის ჩაქრობაში მეხანძრე-მაშველების 15 ჯგუფი, 80-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG