Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კურტ ვოლკერი კონგრესში ჩვენებას მისცემს ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ გამოძიებას


კურტ ვოლკერი
კურტ ვოლკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერი დღეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტის წინაშე გამოვა. მოსმენა ჩატარდება გასულ კვირაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

ის პირველი მოხელე იქნება, ვინც ჩვენებას მისცემს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. მოსმენა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

ვოლკერმა გასულ კვირაში დატოვა თავისი თანამდებობა, ერთი დღის მერე, რაც გამოქვეყნდა ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის გაშიფრული ტექსტი. სწორედ ამ საუბრისა და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ქმედებების თაობაზე იჩივლა ანონიმმა ინფორმატორმა, - აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომელმა, - რომელმაც პრეზიდენტი დაადანაშაულა უკრაინაზე ზეწოლაში თავისი პოლიტიკური მოწინააღმედგის, ჯო ბაიდენისთვის ზიანის მისაყენებლად. საჩივარი მიზეზი გახდა გამოძიებისა, რომელმაც შესაძლოა იმპიჩმენტი გამოიწვიოს.

ვოლკერის სახელს გასულ კვირაში ხშირად ახსენებდნენ. ტრამპის იურისტმა რუდი ჯულიანიმ გამოაქვეყნა მასთან მიმოწერის ფრაგმენტი, რომელიც მეტყველებს, რომ სწორედ ვოლკერმა დააკავშირა ის უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ანდრეი ერმაკთან. როგორც ვარაუდობენ, ჯულიანიმ ერმაკთან სხვა საკითხებთან ერთად „ბაიდენის საქმეზეც“ ისაუბრა.

ვოლკერი ნებაყოფლობით გამოვა კონგრესის კომიტეტების წინაშე. განიხილება სახელმწიფო დეპარტამენტში მომუშავე სხვა პირების გამოძიებასთან თანამშრომლობის საკითხი. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ წარმომადგენელთა პალატის კომიტეტებმა მასთან კონსულტაციის გარეშე გამოიძახეს მოსმენაზე მისი რამდენიმე თანამშრომელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG