Accessibility links

რიაბოშაპკა აცხადებს, რომ დაწყებულია წინა საქმეების, მათ შორის "ბურისმის" საქმის აუდიტი


რუსლან რიაბოშაპკა

უკარინის გენერალური პროკურორი, რუსლან რიაბოშაპკა, აცხადებს, რომ პროკურატურა აწარმოებს აუდიტს ყველა იმ საქმეებისა, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაში იყო წინა წლებში. მათ შორისაა ბუნებრივი გაზის კომპანია „ბურისმას“ საქმეც, რომლის თანამშრომელიც იყო აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი.

„წარმოებაში 15-მდეა ისეთი საქმეა, რომელშიც ფიგურირებენ ზლოჩევსკი (ეკოლოგიის ყოფილი მინისტრი ნიკოლაი ზლოჩევსკი), კურჩენკო (ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო), თუ სხვა პირები თუ კომპანიები. ჩვენ ვსწავლობთ ყველა იმ საქმეს, რომელიც ან დაიხურა, ან დანაწევრდა, ან ადრე იყო ძიებაში. ეს კეთდება იმისთვის, რათა გადავხედოთ და გამოვიტანოთ გადაწყვეტილებები ისეთ საქმეებზე, რომლებზეც ადრე გამოტანილ იქნა პროცესუალურად უკანონო დასკვნები“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგზე, რომელზეც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, სწავლობს თუ არა პროკურატურა კომპანია „ბურისმის“ საქმიანობას.

ბრიფინგზე დასმულ შეკითხვაზე, მიმართა თუ არა მას ვინმემ გამოძიების დაწყებაზე ბაიდენის მიმართ, რიაბოშაპკამ განაცხადა, რომ არც ერთი უცხოელ და არც ადგილობრივ პოლიტიკოსს, თუ მოხელეს, მისთვის არ დაურეკავს და არ უცდია მასზე გავლენის მოხდენა რომელიმე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG