Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დეპუტატის მიერ თანაშემწის მიმართ სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე ყველა ექსპერტიზა დანიშნულია


თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ყველა შესაბამისი ექსპერტიზა დანიშნულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხნენ საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და მისი თანაშემწე.

შს სამინისტროს თანახმად, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას; ასევე 138-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG