Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ჩრდილოეთ სირიის პრობლემა განიხილეს


ტრამპი და ერდოანი
ტრამპი და ერდოანი

თეთრი სახლი აცხადებს, რომ თურქეთი გააგრძელებს თავის იმ გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას, რაც ჩრდილოეთ სირიაში ანკარის სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში გაურკვეველს ტოვებს ამ არეალში მოქმედი, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი, ქურთი მებრძოლების ბედს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 6 ოქტომბრის ღამით გავრცელებული განცხადება მოჰყვა ორი ლიდერის სატელეფონო საუბარს, რომელშიც ტრამპი და ერდოანი შეთანხმდნენ ვაშინგტონში შეხვედრის გამართვაზე, სავარაუდოდ, ოქტომბრის თვეში.

ვაშინგტონი არ აპირებს, „ან დაეხმაროს, ან მონაწილეობა მიიღოს თურქეთის გრძელვადიანი სამხედრო გეგმის რეალიზებაში“ ჩრდილოეთ სირიაში, მაგრამ, თეთრი სახლის თანახმად, ამერიკელი სამხედროები აღარ დარჩებიან ამ არეალის „უშუალო სიახლოვეს“.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, თურქეთს ასევე დაკისრება უშუალო პასუხისმგებლობა აშშ-ის მიერ „ხალიფატის“ განადგურების შედეგად დატყვევებული, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი მებრძოლების ბედზე.

თეთრი სახლის თანახმად, ეს გადაწყვეტილება განაპირობა „საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების უარმა“, უკან დაიბრუნონ „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში თავის დროზე გაწევრიანებული საკუთარი მოქალაქეები.

თურქეთი ესწრაფვის „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას ჩრდილოეთ სირიაში როგორც თავის ნატოელ მოკავშირე აშშ-თან, ისე რუსეთსა და ირანთან ერთად.

XS
SM
MD
LG