Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტმა ოძისი უკომენტაროდ დატოვა


გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იმყოფებოდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ ოძისში, საიდანაც კარგად ჩანს ახალგორის რაიონში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა.

საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება შტაინმაიერს გააცნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გერმანელმა წარმომადგენლებმა. გერმანიის პრეზიდენტმა ოძისი უკომენტაროდ დატოვა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 6 ოქტომბერს, საღამოს ეწვია. 7 ოქტომბერს გერმანიის პრეზიდენტი თბილისში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG