Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინეს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით


გენერალური პროკურატურიდან რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე" ბრალი წარუდგინეს.

„2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)“, - იტყობინება გენერალური პროკურატურა.

ილია ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს თამთა თოდაძე. თავად ჯიშკარიანი ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG