Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უარყო „ნორმანდიულ ფორმატში“ აშშ-ის მონაწილეობის იდეა


დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

რუსეთი უარყოფს აშშ-ის მონაწილეობის იდეას საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ჯარებს შორის მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირებას შეეხება.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვი წინააღმდეგია „ნორმანდულ ფორმატში“ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის ჩართვისა. ამ ფორმატის მონაწილეები არიან გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი და უკრაინა.

ამასთან პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია საკუთარი გავლენა ისედაც გამოიყენოს უკრაინაზე.

ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი ბელორუსის პრეზიდენტის წინადადებას. ალექსანდრ ლუკაშენკომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის გასაღების მოძებნა შეუძლებელი იქნება აშშ-ის მონაწილეობის გარეშე.

XS
SM
MD
LG