Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილმა უარი თქვა, აივნიდან ედევნებინა თვალი შალვა თადუმაძის მოსმენისთვის 


მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარი თქვა. მას არ მისცეს საშუალება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის, მოქმედი გენერალური პროკურორისთვის, შალვა თადუმაძისთვის, უშუალოდ კომიტეტის დარბაზში მოესმინა. მალხაზ მაჩალიკაშვილს შესთავაზეს სხდომისთვის თვალი აივნიდან ედევნებინა. მალხაზ მაჩალიკაშვილი შალვა თადუმაძისთვის, მისი სიტყვებით, თვალებში ჩახედვას და კითხვების დასმას აპირებდა:

„კითხვის უფლება თუ მაქვს, დავუსვამ კითხვას. იმდენი კითხვები დამიგროვდა ამ ორი წლის განმავლობაში, არც ვიცი, საიდან დავიწყო. მთავარი კითხვა მაქვს, რატომ ატყუებს გენერალური პროკურორი ხალხს, მე, საქართველოს. რატომ არის მატყუარა“, - განაცხადა პარლამენტში შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობაში შესვლა დეპუტატ თინა ბოკუჩავას დახმარებით შეძლო.

XS
SM
MD
LG