Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ათობით ქალაქში ჩხრეკა ტარდება ალექსეი ნავალნის მომხრეებთან


რუსეთის ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მომხრეებთან ხელისუფლება ჩხრეკას ატარებს ნავალნის ორგანიზაციის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით. ფონდს ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს. საგამოძიებო ოპერაციები ტარდება, სულ მცირე, 30 ქალაქში, მათ შორის მოსკოვში. ალექსეი ნავალნის შტაბებიდან მიაქვთ ტექნიკა. ზოგიერთი თანამშრომელი დაკითხვაზე წაიყვანეს საგამოძიებო კომიტეტში.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდთან“ დაკავშირებით უკანასკნელი მასობრივი ჩხრეკა სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა რუსეთის 40-ზე მეტ ქალაქში. გამოძიება აცხადებდა, რომ ფონდმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მსხვილი თანხის ლეგალიზება მოახდინა. ფონდი ამას უარყოფს. მაგრამ დაიბლოკა ფონდისა და მისი ბევრი თანამშრომლის ანგარიშები.

ოქტომბრის დასაწყისში იუსტიციის სამინისტრომ ფონდი შეიყვანა უცხოეთის აგენტების სიაში. უწყების თანახმად, ამის მიზეზია უცხოეთიდან დაფინანსების მიღება. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში“ ირწმუნებიან, რომ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისგან იღებენ შეწირულებებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ დაწყებული გამოძიება მიზნად ისახავს, „მოაშთოს“ ფონდი და ხელი შეუშალოს მას ხელისუფლებაში კორუფციის გამოძიებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG