Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მინისტრებმა არ დაამტკიცეს გაწევრიანების მოლაპარაკება ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან


ევროკავშირის მინისტრებმა არ დაამტკიცეს გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკების დაწყება ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რაც მორიგი დარტყმაა დასავლეთ ბალკანეთის ამ სახელმწიფოების იმედებისთვის სწრაფი გაწევრიანების შესახებ.

"ეს არ ყოფილა დიდების მომენტი ევროპისთვის" - უთხრა ევროკავშირის გაფართოების კომისარმა, იოჰანეს ჰანმა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში 15 ოქტომბერს, ევროპული საქმეების მინისტრთა შეხვედრის შემდეგ. ჰანმა დასძინა, რომ ევროკავშირის წევრთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს კომისიის რეკომენდაციას მოლაპარაკების დაწყების შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილება ერთხმად ვერ იქნა მიღებული, რაც აუცილებელი იყო.

2018 წლის ივნისის და 2019 წლის ივნისის შემდეგ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რომ ევროკავშირის მინისტრები ვერ თანხმდებიან. საკითხი ახლა გადაინაცვლებს ევროკავშირის ლიდერების სამიტის დღის წესრიგში, რომელიც ბრიუსელში გაიმართება 17-18 ოქტომბერს.

რამდენიმე წყარომ, ანონიმურობის დაცვის გარანტიით, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოფიციალური მოლაპარაკების დაწყების დაბლოკვაში საფრანგეთმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG