Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტები


ჟიურიმ დაასახელა 2019 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტები 6 კატეგორიაში.

წლის საუკეთესო რომანი

  • აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  • ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება – ადამიანები და სხვები“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  • გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  • ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)
  • ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“ (გამომცემლობა „მერიდიანი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  • ირაკლი მახარაძე, „კანვოი – რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“)
  • დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“ (წიგნები ბათუმში)
  • ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა)
  • სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ („გაზეთი ბათუმელები“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  • ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

  • მიხო მოსულიშვილი, „ობობა“ (saba.com.ge)
  • ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში)

„საბას“ ცერემონიაზე გაიცემა კიდევ ერთი ჯილდო „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.

ფინალისტები კატეგორიაში „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი“ მოგვიანებით დასახელდება. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ამ კატეგორიაში ჟიურიმ ფინალისტები ვერ გამოავლინა.

გაიზარდა საპრემიო თანხა - სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები 4000 ლარის ნაცვლად 6000 ლარს მიიღებენ, ასევე გაიზარდა ჯილდო „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ 8000 ლარის ნაცვლად პრიზი 10 000 ლარი იქნება.

2019 წლის ლიტერატურულ პრემია „საბას“ დაჯილდოება ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG