Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ


ჯასტინ ტრიუდო
ჯასტინ ტრიუდო

კანადაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ. მან პარლამენტში 157 ადგილი მოიპოვა. მაგრამ ვერ შეძლებს უმრავლესობის მთავრობის ჩამოყალიბებას. ამისთვის მას 170 ოლქში გამარჯვება ესაჭიროებოდა. უახლოესი ოპონენტი - კონსერვატიული პარტია - ლიდერობს 122 ოლქში. შემდეგ მოდიან ახალი დემოკრატიული პარტია, „კვებეკის ბლოკი“ და მწვანეთა პარტია.

XS
SM
MD
LG