Accessibility links

გაირკვა საქართველოს წყალბურთის ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ევროპის ჩემპიონატზე


საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის, იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ევროპირველობას 12-26 იანვარს ბუდაპეშტი უმასპინძლებს და ტიტულისთვის ბრძოლაში თექვსმეტი ნაკრები ჩაებმება, რომლებიც გუშინ გადანაწილდნენ ოთხ ქვეჯგუფში ბუდაპეშტშივე ჩატარებულ კენჭისყრაზე.

ქართველი წყალბურთელები D ჯგუფში ითამაშებენ. A ჯგუფში მოხვდნენ სლოვაკეთი, გერმანია, ხორვატია და მონტენეგრო; B ჯგუფში - რუმინეთი, სერბეთი, ჰოლანდია და რუსეთი; C ჯგუფში - მალტა, თურქეთი, ესპანეთი და უნგრეთი.

ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მეოთხედფინალის საგზურებს მოიპოვებენ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ნაკრებები კი პლეი-ოფში გააგრძელებენ მეოთხედფინალში გასასვლელად ბრძოლას.

საქართველოს ნაკრები 14 იანვარს საფრანგეთს შეხვდება, 16 იანვარს - საბერძნეთს, ხოლო 18 იანვარს - იტალიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG