რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები ითხოვენ სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადასინჯოს ტელეკომპანიის მფლობელის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილება.
ქიბარ ხალვაშსა და ყარამანიშვილებსა შორის, რუსთავი 2-ის მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა. ყარამანიშვილებმა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღეს, თუმცა ევროსასამართლომ დარღვევები ვერ დაადგინა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყარამანიშვილების მოთხოვნას 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს და გადაწყვეტს, გადაისინჯება თუ არა გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ.
"სტატისტიკის მიხედვით, 5 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია მსგავსი თხოვნების მხოლოდ დაახლოებით 5%-ს აკმაყოფილებს", - წერია სამინისტროს განცხადებაში.
დაწერეთ კომენტარი