Accessibility links

ტელეკომპანიებზე “იმედსა” და “მაესტროზე”, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა


ტელეკომპანიების „იმედისა“ და „მაესტროს“ მაუწყებლობა შეწყვეტილია. ტელეკომპანიებზე სავარაუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიხლაძე ავრცელებს.

„იმედსა“ და „მაესტროზე“, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა. ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!“, - წერს ირაკლი ჩიხლაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

„ტელეკომპანია მაესტროს სერვერზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა, არხის მაუწყებლობა შეჩერებულია. არხის IT სამსახური ცდილობს მაუწყებლობა აღადგინოს“, - აღნიშნულია მაესტროს ფეისბუკგვერდზე.

პრობლემა შეექმნა ასევე საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა.

28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის, საკრებულოების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე. პარალიზებულ საიტებზე ჩანს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო, ინგლისურენოვანი წარწერით: „მე დავბრუნდები“. კიბერთავდასხმის გამო, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

მოგვიანებით, გამოძიებას კიდევ ერთი, სისხლის სამართლის 286-ე მუხლი დაემატა, რაც კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

საიტების უმეტესობა, რომლებზეც კიბერთავდასხმა განხორციელდა, განთავსებულია კომპანია „serv.ge“-ს სერვერზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG