Accessibility links

რუსეთის ოპოზიციის ლიდერებს და ფონდს დაევალათ 1,4 მილიონი დოლარის გადახდა პუტინის მზარეულისთვის


მოსკოვის ერთ-ერთმა სასამართლომ რუსეთის ოპოზიციის ორ გავლენიან ლიდერს და მათ ფონდს დაავალა, 88 მილიონი რუბლი, ანუ 1,4 მილიონი დოლარი გადაუხადონ კომპანიას, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პერსონალურ მზარეულთან არის დაკავშირებული.

სასამართლომ 28 ოქტომბერს დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა ფინანსური ზიანი მიაყენა "მოსკოველ მოსწავლეს", საკვების მიმწოდებელ კომპანიას მოსკოვის სკოლებისთვის - ამ ცნობას თავად ნავალნი ავრცელებს ინსტაგრამით.

საჩივრის ფარგლებში, განსასჯელებს შორის არის ლუბოვ სობოლიც, ანტიკორუფციული ფონდის წევრი, რომელიც მონაწილეობას იღებდა მოსკოვში ზაფხულში გამართულ საპროტესტო აქციებში.

კომპანია "მოსკოველი მოსწავლე" დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რომელსაც პუტინის ახლობლად მიიჩნევენ.

ანტიკორუფციულმა ფონდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პრიგოჟინის კომპანიას ბრალს სდებდნენ დეკემბერში მოსკოვის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საკვებით მოწამვლის შემთხვევებში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კი დამნაშავედ მიიჩნია სხვა მიმწოდებელი, VITO-1, - იუწყება გაზეთი კომერსანტი.

"მოსკოველი მოსწავლე" ამბობს, რომ ნავალნის ვიდეოს გამო დაკარგა კონტრაქტების დიდი ნაწილი. ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, სასამართლომ ანტიკორუფციულ ფონდს ვიდეოს წაშლაც მოსთხოვა.

"ესე იგი, მათ მოწამლეს ბავშვები სკოლებსა და ბაღებში. აღირიცხა დიზინტერიის შემთხვევები. მაგრამ ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ", - წერს ნავალნი ინსტაგრამის გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG