Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის იმპიჩმენტის მოკვლევის ფოკუსმა თეთრი სახლის წიაღში გადაინაცვლა


აშშ-ის კონგრესში მიმდინარე მოკვლევა იმის შესახებ, ქმნის თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნაბიჯები მისი იმპიჩმენტის საფუძველს, ამ კვირაში თეთრი სახლის წიაღზე კონცენტრირდა.

მოკვლევას აწარმოებს წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტი, რომლებსაც სურთ მოუსმინონ ეროვნული უშიშროების საბჭოს სამ ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ტიმ მორისონი, პრეზიდენტის მრჩეველი რუსეთისა და ევროპის საკითხებში.

მორისონი დახურულ კარს მიღმა 31 ოქტომბერს მისცემს ჩვენებას. ის იქნება თეთრი სახლის პირველი მოქმედი ოფიციალური პირი, რომელიც ჩვენებას მისცემს მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში. ამ მოკვლევის მიზანია დადგინდეს ისარგებლა თუ არა ტრამპმა ბოროტად თავისი თანამდებობით, პირადი და პოლიტიკური მიზნებისთვის. ამავე დროს, ის იქნება ჩვენების მიმცემი პირველი პირი, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ესწრებოდა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 ივნისს გამართულ სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც ტრამპმა ზელენსკის თხოვა გამოძიება დაეწყო აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG