Accessibility links

ქობულეთში ავტოავარიას სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ


ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილები არასრულწლოვნები არიან.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბათუმში იტყობინება, გარდაცვლილია 2 ბიჭი. 2 გოგო და 2 ბიჭი კი საავადმყოფოში იმყოფებიან.

სასწრაფო სამედიცინო დამხმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას ორი არასრულწლოვანი გარდაცვლილი დახვდა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. მანქანაში მსხდომი არასრულწლოვნები თანაკლასელები არიან.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილს 18 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი მართავდა..

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულთა შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო ორისა - სტაბილური.

ზაალ მიქელაძის თქმით, მსუბუქ ავტომობილში ერთი ასაკის, 18 წლამდე ახალგაზრდები ისხდნენ.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG