Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში ტყის ხანძრების გამო 200 ათასი ადამიანის ევაკუაციაა გამოცხადებული


ლოს-ანჯელესი
ლოს-ანჯელესი

კალიფორნიის ტყეებში ძლიერი ხანძრების გამო ლოს-ანჯელესის ზოგიერთი რაიონის ევაკუაცია მიმდინარეობს. საერთო ჯამში, ევაკუირებულია 10 ათასი ადამიანი.

მათ შორის არიან სახელგანთქმული ადამიანებიც: ჰოლივუდის მსახიობი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი, მსახიობი რაიან ფილიპი და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი.

საგანგებო ვითარებათა სამსახურის ცნობით, ცეცხლი საფრთხეს უქმნის გეტის მუზეუმს. იქ ინახება მსოფლიოში ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია.

მთლიანობაში, კალიფორნიაში ევაკუაციის ზონაში დაახლოებით 200 ათასი ადამიანი იმყოფება. მათთვის გახსნილია სპეციალური ბანაკები. იტყობინებიან, რომ ხანძრისგან დაზარალდა ორი მაშველი. დაიწვა ასობით შენობა, მათ შორის - ძველი ღვინის ქარხნები.

უსაფრთხოების მიზნით, ელექტრომომარაგება შეუწყდა ორ მილიონამდე ადამიანს. მაგრამ ელექტროენერგიის გათიშვა შეეხო მობილურ კავშირსაც, რამაც დაზარალებული რაიონების ბლოკირება გამოიწვია.

სონომისა და ლოს-ანჯელესის ოლქებში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG