Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Microsoft-ი: რუსმა ჰაკერებმა იერიში განახორციელეს ანტისადოპინგო და სპორტულ ორგანიზაციებზე


კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ რუსმა ჰაკერებმა იერიში განახორციელეს ანტისადოპინგო და სპორტულ ორგანიზაციებზე. როგორც ამერიკული კორპორაცია იტყობინება, თავდასხმა შეეხო, სულ მცირე, 16 ორგანიზაციას მთელ მსოფლიოში.

Microsoft-ის მონაცემებით, თავდასხმებთან კავშირი აქვთ ჰაკერებს ჯგუფ Strontium-იდან, რომელიც Fancy Bear-ის სახელითაც არის ცნობილი. ჯგუფს რუსეთის ხელისუფლებას უკავშირებენ.

Microsoft-ის ინფორმაციით, თავდასხმები 16 სექტემბერს დაიწყო. ასევე გასულ თვეში მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ აღმოაჩინა მანიპულაციის ნიშნები მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში. რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელმა იური განუსმა ადრე დაადასტურა სინჯების გაყალბება.

თუკი რუსეთის მხარეს დარღვევებში დამნაშავედ ცნობენ, რუსეთის სპორტსმენებს შეიძლება აეკრძალოთ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG