Accessibility links

თეთრი სახლის წარმომადგენელი ალექსანდერ ვინდმანი ჩვენებას მისცემს ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში


ალექსანდერ ვინდმანი

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომელი ალექსანდერ ვინდმანი დღეს ჩვენებას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. ის ილაპარაკებს იმაზე, თუ როგორ მიმართა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, გამოეძიებინა თავისი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის საქმიანობა უკრაინაში.

ვინდმანის განცხადების შავი ვარიანტი გაზეთმა New York Times-მა გამოაქვეყნა. ვინდმანი ეროვნული უშიშროების საბჭოში უკრაინის საკითხების წამყვანი ექსპერტია. ის ორჯერ შეეწინააღმდეგა ტრამპისა და მისი უახლოესი გარემოცვის მიერ კიევთან მოლაპარაკებების წარმოების ტაქტიკას. ვინდმანი თეთრი სახლის პირველი თანამშრომელი იქნება, რომელიც ჩვენებას მისცემს იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, იტყობინება New York Times-ი.

ოქტომბრის დამდეგს თეთრმა სახლმა კონგრესს შეატყობინა, რომ მასთან ამ საკითხში არ ითანამშრომლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG