Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პირველი არხის“ ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ „პირველი არხის“ ოპერატორის სანდრო ბერაძის ცხედარი იპოვეს.

„პირველი არხის“ ცნობით, ცხედარს ცხვარიჭამიასთან მიაგნეს, სადაც ბერაძე ბოლოს ნახეს.

როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში გვითხრეს, სანდრო ბერაძის მამა და ძმა ადგილზე იმყოფებიან, დედა კი მიჰყავთ შემთხვევის ადგილზე.

სანდრო ბერაძეს 25 ოქტომბრიდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG