Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ მოკლული ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შემდეგ რანგით მეორე პირი


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ასევე ლიკვიდირებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც რანგით მეორე იყო კვირას მოკლული ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის შემდეგ.

„ახლა დადასტურდა, რომ ამერიკის ჯარებმა გაანადგურეს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ნომერი პირველი შემცვლელი. ის დიდი ალბათობით დაიკავებდა უმაღლეს პოზიციას. ახლა ისიც მოკლულია!“ - დაწერა ტრამპმა ტვიტერით 29 ოქტომბერს.

გარდა ამისა, ორშაბათს აშშ-მა დაადასტურა, რომ მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ პრესმდივანი და მაღალი რანგის წარმომადგენელი აბუ ალ-ჰასან აჰ-მუჰაჯირი.

თავად ალ-ბაღდადი კვირას იქნა მოკლული აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ღამით განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად.

XS
SM
MD
LG