Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 73 კაცი დაიღუპა პაკისტანში მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად


პაკისტანის ცენტრალური პროვინციის ხელისუფლების ცნობით სულ მცირე 73 კაცი დაიღუპა სამგზავრო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ხანძარს მოჰყვა გაზის ბალანის აფეთქება მატარებელში, რომელიც კარაჩიდან რავანპინდიში მიემართებოდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხანძრის გამომწვევ მიზეზად ასახელებენ რამდენიმე მგზავრის მიერ საუზმის მომზადებას გასქურის გამოყენებით, რაც აკრძალულია უსაფრთხოების წესებით.

საგანგებო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რაჰიმ ხანის განცხადებით, დაიღუპა 73 ადამიანი, 43 დაშავდა. მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა ტვიტერით გამოხატა სამძიმარი "საშინელი ტრაგედიის" გამო

XS
SM
MD
LG