Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი საბა ინწკირველი: მეუფე პეტრემ გადაგვიჭრა ყველა გზა


„მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება, მან უნდა დაასაბუთოს. ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს დასაბუთრება ეს არის ცილისწამება და ბრალდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ.

მისი სიტყვებით ჭყონდიდის მიტროპოლიტს პეტრე ცაავას პრობლემების შესახებ სინოდზე უნდა ესაუბრა, მან კი კანონიკური სამართლის დარღვევით სხვა გზა აირჩია და ამისთვის შენდობაც არ უთხოვია.

„როდესაც მეუფე პეტრესთან დაკავშირები მისი საკითხის განიხილვა ხდებოდა, წმინდა სინოდი ცდილობდა რომ მას გამოექთვა სინანული, რადგან მღვდელმთავარი თუ კი არის ეკლესიაში პრობლემები, მან ამაზე უნდა ისაუბროს სინოდზე, მან კანონიკური კუთხრე დაარღვია და სინოდის ნაცვლად, საჯაროდ როცა მიდის საუბარი და თან არის ბრალდებები, ეს არის დაუსაბუთებელი, ჩვენგან იყო მოთხოვნა, რომ მას შენდობა ეთხოვა, მან გადაგვიჭრა ყველა გზა“- განუცხადა ჟურნალისტებს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა.

მისი განცხადებით, ის მზად იყო დაჩოქილს ეთხოვა სინოდისთვის პეტრესთვის მიეცათ შანსი თუმცა, მან ყველა გზა გადაუჭრა.

„მე ვიყავი ვინც ვაპირებდი წმინდა სინოდის წინაშე დავჩოქილიყავი და მეთხოვა, მიეცათ შანსი მეუფე პეტრესითვის, მაგრამ მან ყველა ეს გზა გადაჭრა“.

კითხვაზე რა არის ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრე ცაავას ამ საქციელის მიზანი ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ამბობს, რომ „ამაზე მათ თავად უნდა გაგცეთ პასუხი“.

„მან ეს ბრალდება დაიძახა და გამოვიდა სინოდიდან“,-განაცხადა ეპისკოპოსმა.

მეუფე პეტრე 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტი პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან “მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს.

მან სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა.

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე: "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე".

სინოდის თავმჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG