Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭყონდიდის ეპარქიაში მღვდელმთავრად გრიგოლ კაციას მიღებაზე უარს აცხადებენ


ჭყონდიდის ეპარქიაში ელოდებიან მღვდელმთავრობიდან განყენებული პეტრე ცაავას ჩასვლას და სინოდის სხდომის განჩინების გამოცემას. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მეუფე პეტრეს ნაცვლად მღვდელმთავრად წარდგენილ გრიგოლ კაციას არ მიიღებენ და მას იმ მოწმეებს დაახვედრებენ, რომლებიც პეტრე ცაავას სიტყვების სიმართლეს დაამტკიცებენ.

როგორც ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში ეპარქიაში შეკრებულმა სასულიერი პირებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ სონიდის გადაწყვეტილებას.

მათი თქმით, მეუფე პეტრე თავისი სიტყვების სიმართლის დამტკიცებას მოწმეებზე დაყრდნობით მოახერხებდა, თუმცა მას ამის საშულება არ მიეცა. როგორც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა განაცხადა, ის რომ მეუფე პეტრეს სიტყვები სიმართლეა იცოდა წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა და სხვებმაც, თუუმცა მათ მაინც მხარი დაუჭირეს პეტრე ცაავას განყენებას.

„მეუფემ რომ ვერ შეძლო მოწმეების დაყენება, წირვას ჩაატარებენ თუ რაღაც სხდომა იქნება, იმ მოწმეებს დავახვედრებთ აქ. ეს გამოიწვია მათმა საქმისადმი დაუდებრობამ, აქამდე მიიყვანა და საერო გახადა ეს თემა. როცა ჩამობრძანდება გრიგოლ კაცია, იმ სამ მოწმეს თუ ოთხი იქნება და მრავალი ადამიანია, ხალხი რომელსაც შეხება ჰქონდა და იცოდნენ, რომ ეს სამი თუ ოთხი ადამიანი ყველასთვის ნაცნობი სახეები იქნება, არავის არ გაუკვირდება და გრიგოლ კაციას გაახსენდება ის ნათქვამები რაც მეუფემ მოუყვა , ჩამობრძანებული რომ იყო და „დავფაროთ და ცელოფნით შევფუთოთო“ რომ თქვა, მე პირადად ასეთ მღვდელმთავარს არ მივიღებ“, -აცხადებს ერთ-ერთი სასულიერი პირი.

ის უარს აცხადებს მეუფე პეტრეს ნაცვლად მღვდელმთავრად მეუფე გრიგოლის მიღებაზე.

სასულიერო პირები აცხადებენ, რომ პატრიარქი მეუფე პეტრეს წლების წინ „გრიგოლ ხანძთელს“ უწოდებდა. ახლა კიასეთ ადამიანს და პილატეს სასამართლო მოუწყევს.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, მეუფე პეტრეს ნაცვლად, ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.

31 ოქტომბრის სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთვრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლი უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".

XS
SM
MD
LG